01 ოქტომბერი 2024,   17:44
ვრცლად
თსუ-ში სწავლის დაწყების ცერემონია სტუდენტთა აქციის ფონზე ჩაივლის

სტუდენტთა აქციის ფონზე ჩაივლის დღეს სწავლის დაწყების ცერემონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

აუდიტორია 115-ის წევრები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ გია შარვაშიძის რექტორად არჩევას, იმავდროულად მოითხოვენ რეფორმების გატარებას. მათ შორის, განათლების სისტემის ცვლილებას, თვითმმართველობის გაუქმებას და გადაუხდელობის გამო, სტატუს შეჩერებული სტუდენტების სასწავლო პროცესში დაბრუნებას.

ახალი რექტორის განცხადებით, ის მზად არის სტუდენტებთან თანამშრომლობისთვის. უნივერსიტეტში სწავლის დაწყების ცერემონიაც და აქციაც  10 საათზეა დაგეგმილი.

დღის ამბები