20 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
თსუ-ში "აუდიტორია 115"-ის წევრები აქციას მართავენ

თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუდიტორია 115-ის აქცია მიმდინარეობს. მათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს და ხლადარჩეულ რექტორს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. მინისტრები და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვას გეგმავდა. 

როგორც ცნობილია, აუდიტორია 115 გია შარვაშიძის რექტორად არჩევას აპროტესტებეს, იმავდროულად მოითხოვენ რეფორმების გატარებას. მათ შორის, განათლების სისტემის ცვლილებას, თვითმმართველობის გაუქმებას და გადაუხდელობის გამო, სტატუს შეჩერებული სტუდენტების სასწავლო პროცესში დაბრუნებას.

დღესვე, აქციაზე ზვარეში გაფიცულ მუშებს აუდიტორია 115-ის წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. 

აქციის მონაწილეებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტი კვლავ არ ემსახურება მის ძირითად მიზანს. ისინი მიიჩნევენ, რომ თსუ-ში კვლავ გრძელდება კლანური მმართველობა და ანტისამეცნიერო პროცესები. 

"მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სისტემა, რომლის ნაწილიც გახლავთ განათლების სამინისტრო, არ აპირებს ქმედითი ნაბიჯები გადადგას არაერთხელ გაჟღერებული პრობლემების გადასაჭრელად. გრძელდება სახელმწიფოს მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორების „დანიშვნის“ პოლიტიკა. უნივერსიტეტის ავტონომიისგან მხოლოდ ფასადი დარჩა," - ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში. 

აუდიტორია 115 საკუთარ მოთხოვნებს აყენებს, რომელიც 6 პუნქტად არის ჩამოყალიბებული:

1. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება

2. საუნივერსიტეტო ავტონომია

3. გარე რეფერირების პრინციპის დანერგვა

4. სტუდენტური თვითმმართველობების არსებული სტრუქტურის ძირეული რეფორმა

5. უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში თანხის გამოყოფა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პირობების გასაუმჯობესებლად.

6. სტუდენტებს, რომლთაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა, მიეცეთ აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა. 

დღის ამბები