20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
"ენგურს იქეთ და აქეთ საქართველოა" - 27 სექტემბერს ენგურის ხიდზე გამოფენა და ფლეშმობი მოეწყობა

ენგურს იქეთ და აქეთ საქართველოა - ამ სლოგანით არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა თაობა გამოფენას და ფლეშმობს 2016 წლის 27 სექტემბერს, ენგურის ხიდზე საოკუპაციო ზოლთან მოაწყობს.

აქცია აფხაზეთის ომის გმირებს ეძღვნება და ღონისძიებას რამდენიმე ასეული ახალგაზრდა დაესწრება. 

„ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ ვანახოთ ჩვენს აფხაზ მეგობრებს, რომ საქართველო არის ერთიანი, აფხაზეთი არის ჩვენი ნაწილი და ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ აფხაზეთს,“ - განაცხადა საქართველოს ერთგულების სახელით წარმომადგენელმა მანანა ანდღულაძემ.

დღის ამბები