20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები იწყება

ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები იწყება. პროექტს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ძეგლთა კვლევის და კონსერვაციის ცენტრი ახორციელებს.

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, დაგეგმილ სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო. დავით ნარმანიას თქმით, რესტავრაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და დეკემბერში დასრულდება.

„იქნება რესტავრირებული იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის ნაწილი, რაც უკვე ათეულობით წლებს ითვლის და უნდა გადავარჩინოთ ეს ყველაფერი განადგურებას,“ - აღნიშნა მერმა.

დღის ამბები