20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნამუშევრები შან ჰაიში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ექსპოზიციაზე გამოიფინება

მარიამ შაქარაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც სულ მალე შან ჰაიში წლის ყველაზე მნიშვნელოვან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ექსპოზიციაზე გამოიფინება. სამხატვრო აკადემიის მაგისტრმა აზიაში რამდენიმე ტილო უკვე გააგზავნა. ახალგაზრდა მხატვარი ექსპოზიციამდე საკუთარ სახლში - გორში მუშაობს.

23 წლის მხატვრის ფერწერულ ტილოების მთავარი თემა უმეტესად საკუთარი თავია, რომელსაც ფრინველის სახით ხატავს.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

დღის ამბები