20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
წნორის მოსახლეობა უწყლობას უჩივის და ხელისუფლებას უყურადრებობაში ადანაშაულებს

წნორში უკვე ორი წელია ტერიტორია გადათხრილია და იქ წყალი გაყავთ. ამაში უკვე ასობით ათასი ლარია დახარჯული, მაგრამ სათაო ნაგებობა დღესაც მხოლოდ საძირკვლის დონეზეა. ადგილობრივები ყვებიან, რომ წყალი დაბინძურებულია და ხშირად მოქალაქეები მოწამლულან.

წნორში სამუშაოებს ის კომპანია აწარმოებს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ტიტას ხე ზღვით გადაიტანა. წნორის მოსახლეობას სულ პირდებიან, რომ ნოემბერში წყალი ექნებათ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელიც წლის ნოემბერზეა საუბარი.

უწყლობას უჩივიან მაჩხაანშიც, სადაც წყალი ან არ მოდის, ან როცა მოდის, ის სასმელად არ ვარგა და დიასახლისებს კილომეტრების გავლა უწევთ სახლში წყლის მისატანად.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი.

დღის ამბები