პირველკურსელების საზეიმო მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტში არ შედგა. სასწავლებელში ისევ საპროტესტო მუხტია და აუდიტორია 115 დღეს ჯერ ქუჩაში, შემდეგ უკვე უშუალოდ შენობაში ითხოვდა ახალი ხელმძღვანელისგან 6 პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას, რომელიც სტუდენტებმა ახალ რექტორს წარუდგინეს.
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტების 6 პუნქტიან გეგმას რექტორი არ შეასრულებს, არ არის გამორიცხული თსუ-ს სტუდენტებმა პერმანენტული აქციები განაახლონ.
ხმაურიანი აქციის ფონზე კი რექტორი და მისი სტუმრები მთავრობიდან იძულებული გახდნენ სწავლის დაწყება კაბინეტში აღენიშნათ.
პროცესებს ახალი რექტორი გია შარვაშიძე პროცესებს პოლიტიკურად მართულად აფასებს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სტუდენტთა გარკვეული ნაწილი გამოდის და ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესების უნივერსიტეტში გადატანას არ დაუშვებს.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.