გვიან ღამემდე გაგრძელდა ტელეკომპანია იბერიის ეთერში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა ძველი თბილისის რაიონის პოლიციის განყოფილებაში.
გადაცემის მსვლელობის დროს დაპირისპირება პაატა ბურჯულაძე - სახელმწიფო ხალხისვის და თოფაძე-მრეწველები-ჩვენი სამშობლო საარჩევნო ბლოკების წევრებს შორის მოხდა.
ირაკლი ღლონტსა და ზაზა აგლაძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრორუსულად განწყობილ პოლტიკურ ძალებს ღლონტმა "კიკუები" უწოდა.
ფაქტზე პოლიციამ მოკვლევა 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.