20 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
პრობლემები მართლმსაჯულების სისტემაში და ხარვეზები ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან - "სდი"-ამ ანგარიში წარადგინა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიში და რეკომენდაციები უწყებებს - არასამთავრობო ორგანიზაციამ მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ანგარიში იმ უწყებების საქმიანობას ეხება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვაზეა პასუხისმგებელი.

დოკუმენტში საუბარია, თუ როგორ ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები ადამიანის უფლებების დაცვის შემუშავებულ სტრატეგიას.

გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით არის გარკვეული ხარვეზები. ანგარიშში საუბარია ასევე, რომ პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, რადგან ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი დასკვნები ზოგჯერ არაადეკვატურია.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

 

დღის ამბები