11 ადამიანის დაკავებით დასრულდა ორგანიზაცია ქართული ძალის აქცია აღმაშენებლის გამზირზე. ახალგაზრდებმა თურქულ რესტორნებთან შეძახილებით "დიდება ერს, სიკვდილი მტერს" ჩაიარეს. მათი თქმით პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა და უცნობია რომელ განყოფილებაში გადაიყვანა.
როგორც ორგანიზაციის წევრები ყვებიან, პროვოკაცია თურქულ კაფეებში მყოფი ადამიანებისგან წამოვიდა, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა. ბარ-რესტორნების წარმომადგენლების განცხადებით კი ახალგაზრდებმა მათ ტერიტორიაზე შუშხუნები შეყარეს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.