19 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ნაციონალისტური მსვლელობა და დაპირისპირება თბილისში

ნაციონალისტური მსვლელობა და დაპირისპირება თბილისში. აქცია ნაციონალისტური შეძახილებით გუშინ საღამოს გმირთა მოედანზე დაიწყო და აღმაშენებლის გამზირზე დაპირისპირებით დასრულდა.

თვითმხილველების განცხადებით ნაციონალისტური დაჯგუფების წევრებმა საპროტესტო მსვლელობის დროს დააზიანეს სარეკლამო ბანერები და შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებს. ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში.

მომხდარის გამო სამართალდამცავებმა ხულიგნობის ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ამავე მუხლით დაიწყო.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს და აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.

აქციის მონაწილეების დაკავებას მათი მხარდამჭერები აპროტესტებდნენ. მსვლელობის მონაწილეებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი,მარიამ შანშიაშვილი.

დღის ამბები