საგარეჯოს რაიონში მცხოვრები მეცხვარეები საქონლის ფასის დაცემასა და გადასარეკ ტრასებზე არსებულ შეზღუდვებზე ჩივიან.
დღეს მათი ერთი ნაწილი უდაბნოს გზაზე შეიკრიბა და შექმნილი პრობლემები ნაციონალური მოძრაობის საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატს, ზურაბ ჭიაბერაშვილს გააცნო.
მესაქონლეების თქმით, ბოლო რამდენიმე წელია ცხვრის ფასი ორჯერ შემცირდა, რასაც მათივე ინფორმაციით, ხელი შეუწყო საქონლის სხვა ქვეყნებიდან შემოყვანამ და გასაღების ბაზრის ჩაკეტვამ.
მესაქონლეები ხელისუფლებას საექსპორტო ბაზრის მოძიებასა და არსებული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ბანკიდან აღებული კრედიტების დაფარვას ვერ შეძლებენ.