ლაგოდეხის რაიონის გამგებელი ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს და საკუთარი სიმართლის გასამყარებლად, ჩატარებული სამუშაოები მოჰყავს, რომელსაც რაიონში მიწოდებული წყლის ხარისხი უნდა გაეუმჯობესებინა.
თუმცა, მოსახლეობის განცხადებით, წყლის მილების რეაბილიტაციის მიუხედავად, ონკანებში მაინც დაბინძურებული წყალი მოდის.
კახა ჯამბურია თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატმა კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.
ავტორი მარიკა გოცირიძე