19 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
პარიზის მოდის კვირეულზე "ეტამმა" 100 წლის იუბილე ახალი კოლექციის ჩვენებით აღნიშნა

პარიზის მოდის კვირეულზე ქალის თეთრეულის ბრენდმა ეტამმა 100 წლის იუბილე ახალი კოლექციის ჩვენებით აღნიშნა.

შოუ პომპიდუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ცოცხალი მუსიკის ფონზე გაიმართა.

ეტამის ახალ კოლექციაში ტრადიციულად მაქმანიანი თეთრეული ჭარბობდა და ბრენდმა ის სერიებად წარადგინა.

ცნობილ ლამაზმანებს შორის ჩვენებაში ქართველი მოდელი ანა შელიაც მონაწილეობდა.

მიწვეულ სტუმრებს შორის კი იმყოფებოდნენ ნატალია ვოდიანოვა და ესპანელი მსახიობის პენელოპა კრუსის და მონიკა კრუსი.

დღის ამბები