19 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
სოფელ გეგუთის მოსახლეობა საცალფეხო ბილიკების გაკეთებას ითხოვს

წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს. ისინი საცალფეხო ბილიკების გაკეთებას ითხოვენ, რომ შეძლონ გადაადგილება. მათ პრობლემას სოფლის შესასვლელში მიმდინარე საგზაო სამუშაოები უქმნის.

მათ არაერთხელ მიმართეს სამშენებლო კომპანიას დახმარებისთვის, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე დღეს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა საღარეიშვილი იმყოფებოდა.

დღის ამბები