19 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
ზვარეში 100-მდე მუშა მე-11 დღეა გაფიცულია

პროტესტი გრძელდება ზვარეში. ხარაგაულის რაიონში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 100-მდე მუშა მე-11 დღეა გაფიცულია და სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობს. მათი მოთხოვნებია ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და უქმე დღეებში დასვენება. 

გაფიცულების თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ. მუშების პროტესტზე ჩინური კომპანია კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

დღის ამბები