19 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
მარიხუანას მეორადი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის მუხლი გაუქმდა

მარიხუანას მეორადი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის მუხლი გაუქმდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს წარდგინებაზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა. უზენაესი სასამართლოს წარდგინება მარიხუანას მოხმარებისათვის თავისუფლების აღკვეთას ეხებოდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ არ იქნას მიღებული ძირითად განხილვაში კონსტიტუციური განჩინებები და დაადგინა, რომ მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის პირს აღარ უნდა შეეფარდოს პატიმრობა.

საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განმეორებით პირადი მოხმარებისთვის დაკავებული პირის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

საკონსტიტუციო სასმართლო დაეყრდნო მის 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, ბექა წიქარიშვილის სარჩელზე, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, გამომშარალი მარიხუანას 70 გრამამდე შესყიდვა და მოხმარება თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერდზე განჩინების გამოცხადებისთანავე შევა.

დღის ამბები