19 ნოემბერი 2024,   14:19
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებებს დღეს აღარ გამოაცხადებს

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ დაუდასტურა. ტურავა ამბობს, რომ პლენუმი გადაწყვეტილებებს არ გამოაცხადებს და კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებები უკვე ხვალ კოლეგიების მიერ გამოცხადდება. 

ამ დრომდე უცნობია გამოცხადდება თუ არა ხვალ რუსთავი 2-ის ორ სარჩელთან დაკავშირებით პირველი კოლეგიის მიერ გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2 იმ მუხლების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლებიც დაუყონებლივ აღსრულებას და დროებითი მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს.

საქმეების განხილვა კოლეგიას უკვე დასრულებული აქვს, თუმცა გადაწყვეტილება რამდენიმე თვეა მიღებული არ არის. 

სამუშაო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ დილიდან დაიწყება. მოსამართლეები თავდაპირველად სამუშაო შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც კოლეგიები მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოაცხადებენ. 

დღის ამბები