სუხიშვილების საქველმოქმედო კონცერტი - დასი სრული შემადგენლობითა და ერთიანი ძალებით პატარების დახმარებას აპირებს. საქველმოქმედო საღამოს სუხიშვილები მძიმე და ღრმა ინტელექტუალური შეფერხების მქონე ბავშვებს უძღვნიან.
საღამოზე დასასწრები ბილეთებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად 75 ბავშვის რეაბილიტაციას მოხმარდება.
სუხიშვილებმა საქველმოქმედო საღამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე რამდენჯერმე ჩაატარეს.
სახელწოდების საქველმოქმედო საღამო ხვალ საღამოს 8 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დაიწყება.
ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი