ფონიჭალაში მკვლელობის ახალი დეტალები. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ 15 წლის ბიჭს ბასრი საგნით, სავარაუდოდ დანით, ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
კლინიკა მედ ჯორჯიაში განმარტავენ, რომ ახალგაზრდა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ოპერაცია კი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ.
ცნობილია, რომ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობის გარდა ახალგაზრდას სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები ჰქონდა მიღებული.
მედ ჯორჯიასთან ამ დრომდე რჩებიან დაღუპულის ოჯახის წევრები. ფონიჭალაში პოლიციის განყოფილებაში კი დაკითხვა გრძელდება.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.