19 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ფარული ჩანაწერების უკან სპეცსამსახურების არსებობას არ გამორიცხავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ჩანაწერების უკან, არ არის გამორიცხული საქართველოს სპეცსამსახურები იდგნენ. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშში.

ის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას შეეხება. მათი აზრით, უკანონო მოსმენების და შემდგომ მათი ინტერნეტ სივრცეში განთავსების მიზანი, შესაძლოა ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაცია იყოს. შუალედური ანგარიში 8 ივნისიდან 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

"არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ ამ ყველაფრის უკან დგას სახელმწიფო სპეცსამსახურები, რომლებიც უკანონოდ უსმენენ პოლიტიკურ ლიდერებს და შესაბამისად, შემდეგ ვრცელდება ასეთი ტიპის ჩანაწერები, მესამე პირების მეშვეობით და მთავარი მიზანი შესაძლოა იყოს პოლიტიკური პარტიების პარტიების ლიდერების დისკრედიტაცია," - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი. 

დღის ამბები