დღეს საქართველოს რომის პაპი ეწვევა. რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართება. მას პრეზიდეტი და პირველი ლედი დახვდებიან, რის შემდეგაც შეხვედრა უკვე პრეზიდენტის სასახლეში გაგრძელდება. გიორგი მარგველაშვილი და რომის პაპი 300-მდე მიწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ.
ფრანცისკე I ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოში კათოლიკური ეკლესიისა და ასურულ-ქალდეური საზოგადოების წარმომადგენლებს. ხვალ კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს.
მის ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებები გააშუქებენ. სპეციალურად მათთვის სასტუმრო რედისონში მედია ცენტრი გაიხსნა. რომის პაპი თბილისიდან, 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.