საქართველოს დღეს რომის პაპი ფრანცისკე ეწვევა. მისი თვითმფრინავი თბილისში სამ საათზე დაეშვება. აეროპორტში პაპს საქართველოს პრეზიდენტი პირველი ლედი და საქართველოს კათალიკოს პატრიარქი დახვდებიან.
პირველი ოფიციალური შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი