დღეს დილიდან საქართველოს პრემიერმინისტრი, ეკონიმიკის მინისტრთან ერთად, შიდა ქართლში იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კასპში ბუნებრივი დანამატების მაღალტექნოლოგიური საწარმო დაათვალიერა. მოგვიანებით კი სოფელ აგარაში სპირტის წარმოების ქარხანა საზეიმოდ გახსნა.
“ეს არის ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძალიან ნათელი მაგალითი, როცა ქართველი მეცნიერების მონაწილეობით მოხერხდა ახალი ტექნოლოგიის გამოგონება. ეს არის ნიადაგის რეკულტივაციისთვის ძალიან კარგი საშუალება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.