19 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
თბილისში დღეიდან 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

თბილისში დღეიდან 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ტრანსპორტის პრეზენტაცია ვარდების მოედანზე გაიმართა და მას დედაქალაქის მერი და ფინანსთა მინისტრი დაესწრნენ.

მანის მარკის ახალი ავტობუსები ევრო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირების საჭიროებებისადმი, ავტობუსები ბუნებრივ აირზე მუშაობს.

სულ თბილისის მერია თებერვლამდე 143 სატრანსპორტო საშუალების შემოყვანას გეგმავს. პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 20 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო.

“ახალი ავტობუსები არის გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო. ეს არის ბუნებრივ გაზზე მომუშავე ევრო 6 მარკის ავტობუსები. ავტობუსს გააჩნია ყველა თანამედროვე ავტობუსისთვის დამახასიათებელი კომფორტული ნიშანთვისება,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.   

დღის ამბები