პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობის აუცილებლობაზე საუბრობენ თავისუფალი დემოკრატები. ვაკის პარკში დღეს ვიკა დოლიძემ ბრიფინგი გამართა და გარე სივრცეების ინფრასტრუქტურულ მოწყობაზე საკუთარი ხედვა წარმოადგინა.
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, პარკებსა და სკვერებში ბავშვებისთვის სათამაშო დაცული ტერიტორიები უნდა გაკეთდეს, ასევე მოეწყოს ველოტრასები და გაკეთდეს ველო სადგომები.
“ეს ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის გზამკვლევის გაკეთება.თუმცა, ეს უდნა იყოს მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას დადგმული,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.