ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომლის თემაც მიგრაციული პროცესების გამოწვევებია. ღონისძიების მიზანია, მიგრაციის თემით დაინტერესებულმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი კვლევის შედეგები.
ასევე, გაიღრმავონ ცოდნა რეგიონული და საერთაშორისო მიგრაციული პროცესების შესახებ. კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა გახსნა.