აეროპორტთან საპროტესტო აქცია იმართება. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და რამდენიმე სასულიერო პირი რომის პაპის ჩამოსვლას აპროტესტებს.
ისინი ამბობენ, რომ ფრანცისკე აგრესორია და არ დაუშვებენ მის თავისუფალ გადაადგილებას საქართველოში. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რომის პაპის მიერ საქართველოში დაგეგმილ წირვასაც.