19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა ნაციონალისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ახალგაზრდა ნაციონალისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროკურატურა 12-ვე დაკავებულისთვის პატიმრობას მოითხოვს. ლაპარაკია ახალგაზრდებზე, რომლებიც პოლიციამ რამდენიმე დღის წინ, თბილისში აღმაშენებლის გამზირზე ხმაურიანი აქციის დროს დააკავა. მათ ბრალად წარდგენილი აქვთ რამდენიმე მძიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გაცხადებულ ბრალდების დეტალებს არ ეთანხმებიან თავად აქციის სხვა მონაწილეები და დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებიც ამ დროისთვის იმყოფებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში და აცხადებენ, რომ მსვლელობა იყო მშვიდობიანი და მარჯანიშვილის მოედანზე მოულოდნელად სამართალდამცველებმა დაიწყეს აქციის მონაწილეების დაკავება. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა მსვლელობის დროს იყო გარკვეული გადაცდომები, თუმცა ეს არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. როგორც ისინი აცხადებენ შესაძლოა იყო გადაცდომა, მაგრამ ეს იყო ადმინისტრაციული დარღვევა.

“ანტიპათია თუ დისკრიმინაციას ნიშნავს, ანუ რა დონეზე არის გამოხატული დისკრიმინაცია, გააქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რომ 20 პირი შევარდა ვინმესთან, ისინი ხომ გარეთ იდგნენ“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.     

დღის ამბები