საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.
გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ნორმა - დაუყოვნებლივ აღსრულება და ასევე ის კანონი, რის საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ში დროებითი მმართველები დანიშნა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კანონის ეს ნორმა ჯერ კიდევ 2015 წლის 13 ნოემბერს შეაჩერა თუმცა, გადაწყვეტილება დღემდე არ იყო მიღებული.