რომის პაპი პრეზიდენტის რეზიდენციაში სიტყვით წარდგა. პაპმა ფრანცისკემ საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაიხადა.
„თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია თქვენივე კულტურით, ენით, ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში, ამავე დროს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველო ევროპასა და აზიას შორის წარმოგვიდგება გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს.
"გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითრების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლოს საზოგადების ყველა წევრს, რაც სტაბილურ სამართლიანს, კანონისადმი პატივისცემით აღსავსე გარემოს შექმნიდა, რომელიც საზოგადოების ზრდას უზრუნველყოფდა,“- განაცხადა რომის პაპმა.