რომის პაპმა ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია რამდენიმე წუთის წინ დატოვა, სადაც ლოცვებს დაესწრო და შეკრებილები დალოცა, მანამდე ის საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც პაპი ფრანცისკე ილია მეორეს შეხვდა.
კათოლიკური ეკლესიის მეთაური უკვე იმყოფებოდა პრეზიდენტის რეზიდენციაში და გამართა პირისპირ შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან. ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და რომის პაპმა სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
რომის პაპი ხვალ დილის 10:00 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას გამართავს, შემდეგ კი კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდება. პაპი ფრანცისკე ხვალვე მცხეთაში სვეტიცხოველსაც მონახულებს.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.