15 წლის ბიჭის მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში - ადგილობრივები ამბობენ, რომ მოზარდებს შორის დაპირისპირება იმ კონცერტის პარალელურად მოხდა, რომელიც ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას მხარდასაჭერად მიმდინარეობდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი სტადიონიდან რამდენიმე მეტრში სასიკვდილოდ დაჭრეს, მათი განმარტებით, ადგილზე პოლიცია არ იმყოფებოდა.
სამართალდამცველები საავადმყოდფოს ტერიტორიაზე იყვნენ მობილიზებული, სადაც დაჭრილს 3 საათის განმავლობაში ოპერაცია უტარდებოდა. სოციალური ქსელით ფოტოც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ კლინიკაში იმყოფებოდა ქართული ოცნების კრწანისის შტაბის ერთ-ერთი წევრიც.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, რომელიც ასევე არასრულწლოვანია, გუშინვე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ინციდენტი სასტუმრო ტატოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც რუსთავის გზატკეცილზე მდებარეობს. ეს ვერსია თვითმხილველების მონაყოლს ეწინააღმდეგება.
ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას ოპოზიციამ დააკისრა.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.