19 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" 2 სარჩელზე გადაწყვეტილება 8 თვიანი თათბირის შემდეგ გამოაცხადა

რუსთავი 2-ის 2 სარჩელზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ თითქმის 8 თვიანი თათბირის შემდეგ გამოაცხადა. 2 მოსამართლის უფლებამოსილების ამოწურვის ბოლო დღეს კოლეგიამ კომპანიის იურისტების მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული მუხლების ნორმატიული შინაარსი გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება მოსამართლემ თანასწორობის პრინციპის დაცვით მხარეთა მონაწილეობით უნდა მიიღოს. ასევე განსაზღვრა, რა შემთხვევაშია ტელევიზიაში დროებითი მმართველის დანიშვნა არაკონსტიტუციური.

რუსთავი 2-ის იურისტების აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-თან მიმართებით კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.

რუსთავი 2-ის რამდენიმე სარჩელიდან, რომელიც პირველმა კოლეგიამ განიხილა, გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორზე მიიღო. აპრილში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონის ამოქმედებისთანავე მერაბ ტურავამ კომპანიის რამდენიმე სარჩელი კოლეგიის სათათბიროდან გამოიტანა და პლენუმს გადასცა. მათზე გადაწყვეტილება სასამართლოს არსებულმა შემადგენლობამ ვერ მიიღო.

მიუღებელ გადაწყვეტილებებზე წუხს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. გიორგი პაპუაშვილმა ათწლიანი მუშაობა მთლიანობაში წარმატებულად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს ბოლო წლებში ბევრი სირთულეც ჰქონდა. გიორგი პაპუაშვილს და კიდევ სამ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურათ.

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, მარიამ გაფრინდაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები