01 ოქტომბერი 2024,   17:40
ვრცლად
რომის პაპი საქართველოში - ოფიციალური დახვედრა და პირისპირ შეხვედრები პირველ პირებთან

რომის პაპი ფრანცისკე ხვალ მესას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აღავლენს და დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც კათოლიკური ასევე სვეტიცხოვლის ტაძრის მონახულება.

დღეს კი  საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრაზე საქარათველოს პრეზიდენტმა და რომის პაპამა თავიანთ გამოსვლებში ოკუპირებული ტერიტორიები და ძალადობრივი ექსტრემიზმზე გაამახვილეს ყურადღება. მანამდე კი პაპ ფრანცისკესა და გიორგი მარგველაშვილს შორის პირისპირ დახურული შეხვედრა გაიმართა.  

პრეზიდენტის სასახლიდან რომის პაპმა  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციაში გადაინაცვლა. დღის ბოლოს კი ასირიულ - ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიას ესტუმრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რომის პაპის ვიზიტი 2 დღე გაგრძელდება.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.

დღის ამბები