01 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
ქართული ოცნების ოფისში გარდაცვლილი ადამიანის პოვნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

ქართული ოცნების ოფისში გარდაცვლილი ადამიანის პოვნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. როგორც რუსთავი2-ს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, გიორგი ჩიღვინაძის ცხედარი წყალკანალის ოფისში ნახეს, სადაც ის ღამით მორიგეობდა.  

გარდაცვლილი 37 წლის გიორგი ჩიღვინაძეა, რომელიც ქუთაისის წყალკანალის დაცვაში მუშაობდა.

ის ღამის მორიგე ხუთშაბათს ღამით იყო და პარასკევს დილით ოფისში მისულებს გარდაცვლილი დახვდათ.  

ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის ინფარქტი დასახელდა.  ექსპერტიზის საბოლოო პასუხი 1 თვეში გახდება ცნობილი. 

გუშინ ქუთაისის ადგილობრივი მედია წერდა, რომ გარდაცვლილი ადამიანი მმართველი პარტიის ოფისში იპოვეს.  

 

 

 

დღის ამბები