07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
აშშ-ის პოლიციამ შეუიარაღებელი ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა

შეერთებული შტატების პოლიციამ შეუიარაღებელი ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. შემთხვევა ქალაქ სან დიეგოს სავაჭრო ცენტრის წინ რამდენიმე დღის წინ მოხდა.

38 წლის წარმოშობით უგანდელ მამაკაცს სამართალდამცველებმა მას შემდეგ ესროლეს, რაც ეჭვმიტანილმა ჯიბიდან ნივთი ამოიღო, რომელიც პოლიციას იარაღი ეგონა. საბოლოოდ ნივთი ელექტრონული სიგარეტი აღმოჩნდა.

მოკლულის ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და დახმარებას საჭიროებდა.

მომხდარმა სან დიეგოში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.

 

დღის ამბები