07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
აშშ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო მოქმედების ახალ ვარიანტებს განიხილავს

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო მოქმედების ახალ შესაძლო ვარიანტებს განიხილავს.

განცხადება ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, გააკეთა, რომელიც წუხელ თავის რუს კოლეგას ტელეფონით კიდევ ერთხელ ელაპარაკა, თუმცა სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონი სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფებების ბაშარ ასადის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში "აბსურდი" უწოდეს. 

დღის ამბები