01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
რომის პაპმა თბილისში მესა აღავლინა

„საქართველოს პატარა და ძვირფასო მრევლო, მუდამ ქველმოქმედებასა და აღზრდა განათლებაზე მზრუნველო, ისმინე კეთილი მწყემსის გამამხნევებელი მოწოდება, მიენდე მას, ვინც მხრებით გატარებს და ნუგეშს გცემს,“ - ასე მიმართა მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილებს რომის პაპმა. მან თბილისში მესა აღავლინა.

რიტუალს მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებიან.

ღვთისმსახურებას პირდაპირ ეთერში გადასცემს რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალება.

სტადიონზე მორწმუნეების და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც მილიონი კათოლიკეა და პაპი იქ არ მიდის და მოდის ჩვენთან. ეს უკვე გვეუბნება, რომ მას სურს, სულიერად დაგვამშვიდოს, მოგვეფეროს და გულში ჩაგვიკრას. კავკასიის ხალხი ვართ შეშინებული, დაძაბული და პაპი ჩამოდის და მოაქვს მშვიდობა,“ - განაცხადა მესხეთის დეკანოზმა, მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა.

რომის პაპი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა 2-დღიანი ვიზიტით. ხვალ პაპი საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

დღის ამბები