07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ბრედ პიტი ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე შემოწმებას გაივლის

ბრედ პიტი ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე შემოწმებას გაივლის. ამას ანჯელინა ჯოლისთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს, რომელიც პიტს შვილების მონახულების უფლებას მისცემს. დროებითი შეთანხმება 20 ოქტომბრამდე იქნება ძალაში.

გავრცელებული ცნობით, მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბრედ პიტს შვილები არ უნახავს, ის არც ამ კვირაში თავისი ახალი ფილმის პრემიერას დასწრებია ლოს ანჯელესში.

განქორწინების შესახებ განცხადება ანჯელინა ჯოლიმ 15 სექტემბერს შეიტანა და 6-ვე შვილზე მეურვეობა მოითხოვა. 

დღის ამბები