01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
დიღმის მასივში მაიაკოვსკის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

თბილისში, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა გახსნა.

პარკში ქვაფენილი გამოიცვალა, მოეწყო სარწყავი სისტემა. შეიცვალა განათების ბოძები და დამონტაჟდა ლამპიონები. სკვერში ასევე დაიგო მწვანე საფარი და გაშენდა ბუჩქოვანი მცენარეები.

გარდა ამისა, საბავშვო სპორტული მოედანიც მოეწყო, რომელიც გასართობი ინვენტარით დიდუბის გამგეობამ უზრუნველყო. სამუშაოების ღირებულებამ ნახევარ მილიონამდე ლარი შეადგინა.

დღის ამბები