07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
სინათლის ფესტივალი ბერლინში - გერმანიის დედაქალაქში 70-მდე შენობასა და ხიდს გაანათებენ

ბერლინი ყოველწლიურ სინათლის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიების დროს გერმანიის დედაქალაქში 70-მდე შენობასა და ხიდს გაანათებენ.

ფესტივალის გახსნის დღეს ილუსტრაციები გამოსახეს ბრანდერბურგის კარიბჭეზე, სატელევიზიო კოშკსა და ცენტრალურ მოედნებზე, ასევე უჩვენეს ბერლინის 150-წლიანი ისტორიის 8 წუთიანი ვიდეოანიმაციაც, მათ შორის ადოლფ ჰიტლერის 8-მეტრიანი გამოსახულება.

ფესტივალი გერმანიის დედაქალაქში 2 კვირას გაგრძელდება.

 

დღის ამბები