01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
საქართველოში სკანდინავიური ბრენდი იუსკ გრუპი შემოვიდა

საქართველოში სკანდინავიური ბრენდი იუსკ გრუპი შემოვიდა. 1300 კვმ-ზე განთავსებული მაღაზია დღეიდან გაიხსნა. თბილისის სავაჭრო წერტილის გარდა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 4 მაღაზიის გახსნა დედაქალაქსა და რეგიონებში.

„ეს არის მილიონნახევარი ევროს ახალი ინვესტიცია. ვაჭრობის სფერო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული სექტორი ჩვენი ეკონომიკის. ვაჭრობაში ჩვენ გვქონდა 10%-იანი ზრდა დასაქმების და სწორედ ასეთი მაღაზიები არის ამ ზრდის შემადგენელი ნაწილი,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღის ამბები