03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
რა მოხდა ქუთაისში?

21  წლის მირზა ბუჩუაძეს, რომელსაც პოლიციამ დევნისას ესროლა, საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. მას თავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი.  

იმის გამო, რომ ახალგაზრდას ჩიხთან ესროლეს, მისი მეგობრები და თვითმხილველები პოლიციელს ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, დევნის ოპერაცია ქურდობის გამო ჩატარდა, რომელიც სასურსათო მაღაზიაში მოხდა.

გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, რომ ის თურქეთიდან გუშინწინ საღამოს ჩამოვიდა, ქურდობა კი გუშინ დილით მოხდა.

მისი ახლობლები გამოძიების სამართლიანად  ჩატარებას და დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხვენ.  

დევნაში მონაწილე პოლიციელი დაკავებულია. საქმე სამსხურეობირვი მოვალეობის გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.     

დღის ამბები