01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
რომის პაპმა საქართველო დატოვა და აზერბაიჯანში გაემგზავრა

რომის პაპმა საქართველო დილის 08:00 საათისთვის დატოვა. პონთიფიკოსი თბილისის საერთშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ, ილია მეორემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააცილეს.

პაპი ფრანცისკე ბაქოში გაემგზავრა.2 დღიანი ვიზიტის მთავარი ღონისძიება - წირვა გუშინ დილიდან მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა. რიტუალს საქართველოს პრეზიდენტი ოჯახით, მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წირვის დროს ფრანცისკემ იქადაგა. მან ყურადღება ქალის როლზე, ეკლესიის მისიასა და ქრისტიანული ცხოვრების წესზე გაამახვილა.

დღის ამბები