01 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობას სამი ახალი მოსამართლე დღეიდან დაიწყებს

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობას სამი ახალი მოსამართლე დღეიდან დაიწყებს. პრეზიდენტის მიერ დანიშნული ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ წარდგენილი თემურ ტუღუში დღეს ოფიციალურად დადებენ ფიცს და ათი წლის განმავლობაში შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მოვალეობას.

საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცის დადების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაესწრებიან.

საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლეს და ასევე თავმჯდომარეს, უფლებამოსილების ვადა 2 დღის წინ ამოეწურათ. ქეთევან ერემაძეს და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ხოლო ოთარ სიჭინავას ჩაანაცვლებს თემურ ტუღუში.

„ამის შემდეგ, დღის წესრიგის საკონსტიტუციო სასამართლოში დგას, თავმჯდომარის არჩევის საკითხი რასაც, მოსამართლეები როდესაც შეთანხმდებიან, მიიღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნულის თაობაზე,“ - განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი. 

დღის ამბები