07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
აკრძალვა ბულგარეთში -  მუსლიმი ქალები თავსაბურავს, რომელიც სახეს ფარავს, ვეღარ ატარებენ 

ბულგარეთის ხელისუფლებამ მუსლიმ ქალებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი თავსაბურავის ტარება აუკრძალა, რომელიც სახეს ფარავს. შესაბამისი კანონი ქვეყნის პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

კანონ-პროექტი პარლამენტში კოალიცია პატრიოტულმა ფრონტმა შეიტანა. ავტორები განმარტავენ, რომ ტერაქტების საფრთხის ფონზე, ეს ზომა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელი ნაბიჯია.

მსგავსი აკრძალვა ევროპაში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ბელგიაშიც შემოიღეს. ამ ქვეყნების მსგავსად, ბულგარეთშიც კანონდამრღვევებს მაღალი ჯარიმა დაეკისრებათ და სოციალური შეღავათები მოეხსნებათ.

დღის ამბები