07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ესპანეთში კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

ესპანეთში კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ მალაგას ტურისტულ რაიონში მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, კაფეში გაზის ბალონი აფეთქდა, რასაც ხანძარიც მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს.

მაშველების ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად 77 ადამიანი დაშავდა, აქედან 5-ის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

დღის ამბები