07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
უნგრეთმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან დევნილები აღარ მიიღოს

ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან დევნილები შესაძლოა უნგრეთმა აღარ მიიღოს. ხელისუფლება ევროკავშირის მიერ დაწესებულ კვოტას არ ეთანხმება, რომლის თანახმადაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 160 ათას ადამიანს უნდა მისცეს თავშესაფარი. აქედან უნგრეთმა ათას 294 ადამიანი უნდა მიიღოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეს საყოველთაო რეფერენდუმი მიმდინარეობს.

მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, უნდა ჰქონდეს თუ არა ევროკავშირს უფლება დაასახლოს უნგრეთში დევნილები ქვეყნის პარლამენტის თანხმობის გარეშე. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირის კვოტებს არ ეთანხმება და მხარს უჭერს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც უნგრეთმა მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად სერბეთთან და ხორვატიასთან საზღვარი ჩაკეტა.

 

დღის ამბები