07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
სროლა მოსკოვში სინაგოგასთან - დაკავებულია 40 წლის მამაკაცი

მოსკოვის პროკურატურა სინაგოგაზე მომხდარ თავდასხმას იძიებს. ინციდენტი გუშინ საღამოს, შაბათის ლოცვის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც სინაგოგაში ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

პისტოლეტით შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელსაც თან ბენზინი ჰქონდა, სალოცავის ეზოში გახსნა ცეცხლი. ბოროტმოქმედი მთავარ რაბინთან შეხვედრას მოითხოვდა და მის თვალწინ თავის დაწვას აპირებდა.

როდესაც დაცვის სამსახურმა მისი შეჩერება სცადა, მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბოროტმოქმედი დაკავებულია, ის 40 წლის მოსკოვის მცხოვრები აღმოჩნდა, რომელიც ფსიქიატრთან აღრიცხავზე იმყოფება.

მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსეთის მთავარმა რაბინმა კი ხელისუფლებას ებრაულ ობიექტებზე უსაფრთხოების გაძლიერება მოსთხოვა.

დღის ამბები